logo
ENG



იმნაძე ახალ შემთხვევებზე: შესაძლოა ეს ვირუსის მეორე ტალღად ჩაითვალოს

11 ივნ 202008:16
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულების წყაროს დადგენა კი, ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

5-ვე პაციენტის კონტაქტები გამოკვლეულია და ისინი საკარანტინო სივრცეებსა და იზოლაციაში არიან გადაყვანილები.

როგორც "ფორმულასთან" საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, შესაძლოა ეს შემთხვევა კორონავირუსის მეორე ტალღად ჩაითვალოს. 

"5 ახალი შემთხვევიდან, რომელიც თბილისში დადგინდა, ოთხის წყარო ჯერჯერობით ვერ დგინდება. კვლევა მიმდინარეობს. უამრავი კონტაქტი უკვე გამოკვლეულია და ზოგი კარანტინში ან თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ერთ შემთხვევაში ალბათ გავალთ მეტ ნაკლებად წყაროზე, მაგრამ 4 შემთხვევაში დიდი კითხვის ნიშნებია გავალთ თუ არა წყაროზე. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეორე ტალღა, პატარა მეორე ტალღა, რომელიც იმედი გვაქვს, რომ სწრაფად გავაჩერებთ", - განაცხადა იმნაძემ. 


close დახურვა